აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია

Phone Icon (032) 2 22 65 33
Facebook Icon fb

დებულება

დანართი N1

დამტკიცებულია

შპს `აქტივების მართვისა და

განვითარების კომპანიის~ დირექტორის

2020 წლის ”02“ „მარტის“

# ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­მ/22 ბრძანებით

შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის

ადმინისტრაციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს შპს `აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის~ (შემდგომში – `საზოგადოება”) ადმინისტრაციის (შემდგომში `ადმინისტრაციის”) სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, შემადგენლობასა და მართვას, ასევე აწესრიგებს ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

2. ადმინისტრაცია არის საზოგადოების სტრუქტურული ერთეული და ექვემდებარება საზოგადოების დირექტორს.

3. ადმინისტრაციის დებულებას, სტრუქტურას, შტატებსა და ხელფასის ფონდს ამტკიცებს საზოგადოების დირექტორი.

4. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საზოგადოების დირექტორის ბრძანებით.

5. ადმინისტრაციის მუშაკთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი მოვალეობებით, რომლებიც შემუშავდება წინამდებარე დებულებისა და საზოგადოების სხვა შიდა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

6. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, შრომის კოდექსით, ‘’მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და სხვა), საზოგადოების წესდებით, საზოგადოების შინაგანაწესით, საზოგადოების ბრძანებებით, წინამდებარე დებულებითა და საზოგადოების სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით, რომლებიც განსაზღვრავენ საზოგადოების საქმიანობის წესს.

მუხლი 2. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საზოგადოების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ბ) საზოგადოების ხელმძღვანელთან ყოველკვირეული თათბირების (სხდომების) ორგანიზება, საზოგადოების ხელმძღვანელთან შეთანხმებით შესაბამისი სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა, სხდომის ოქმის მომზადება (საჭიროების შემთხვევაში სხდომის ოქმის მომზადება), სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი;

გ) საზოგადოებაში დოკუმენტბრუნვის პროცესის ორგანიზება, საზოგადოებაში შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვის, გადაცემისა და გაგზავნის პროცესის ორგანიზება;

დ) საზოგადოების პროგრამულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სერვერის ადმინისტრირება და მონიტორინგი, საზოგადოების მომსახურე ვებ-გვერდების ადმინისტრირება;

ე) საზოგადოების ბალანსზე არსებულ მნიშვნელოვან ობიექტებზე დაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზება - მონიტორინგი;

ვ) საზოგადოების ობიექტების მართვა, მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია;

ზ) საზოგადოების ტექნიკური საშუალებების მომსახურების, საწვავის, საკანცელარიო და სამეურნეო ნივთების შეძენის ორგანიზება;

თ) საზოგადოებაში არსებული ტექნიკური საშუალებების გამართულ მუშაობაზე ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ი) საზოგადოების ვებ-გვერდის ადმინისტრირება;

კ) ადამიანური რესურსების მართვა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საზოგადოების თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება, რეგისტრაცია, აღრიცხვა და შენახვა;

ლ) თანამშრომელთა წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;

მ) დადგენილი წესით, საზოგადოებაში არსებული (დაცული) დოკუმენტაციის არქივირება და შესაბამისი არქივის წარმოების უზრუნველყოფა;

ნ) საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების მართვა, თითოეული სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

ო) საზოგადოების შიდა სამართლებრივი აქტებითა და საზოგადოების ხელმძღვანელის მითითებებითა და დავალებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 3. ადმინისტრაციის უფლებები

ადმინისტრაციას ძირითადი ამოცანების რეალიზაციისა და თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის უფლება აქვს:

ა) საზოგადოების სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან გამოითხოვოს და მიიღოს საქმის შესწავლასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტაცია და სხვა მასალები, მოითხოვოს საზოგადოების სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა ჩართვა საკითხის შესწავლის პროცესში;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების კადრების სწავლების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში;

გ) წარადგინოს წინადადებები ადმინისტრაციის სტრუქტურის, ფუნქციების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის თაობაზე;

დ) განახორციელოს სხვა უფლებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, საზოგადოების წესდებასა და საზოგადოების შიდა სამართლებრივ აქტებს.

მუხლი 4 . ადმინისტრაციის ორგანიზაცია, შემადგენლობა და ხელმძღვანელობა

1. ადმინისტრაციის შემადგენლობა და საშტატო განრიგი განისაზღვრება საზოგადოების სტრუქტურით.

2. ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედიან:

ა) ადმინისტრაციის უფროსი;

ბ) მთავარი სპეციალისტი - უსაფრთხოებისა და სამეურნეო საკითხებში;

გ) მთავარი სპეციალისტი - კადრების დარგში;

დ) სპეციალისტი - დირექტორის თანაშემწე;

ე) სპეციალისტი - IT სერვერის ადმინისტრატორი;

ვ) სპეციალისტი;

ზ) საზოგადოების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სხვა მუშაკი.

3. ადმინისტრაციის მართვასა და უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს ადმინისტრაციის უფროსი.

4. ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების კოორდინაცია, ზედამხედველობა და ხელმძღვანელობა;

ბ) ადმინისტრაციის სამუშაოების დაგეგმვა, ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და თანამშრომლებს შორის დავალებებისა და საქმისწარმოებების განაწილება, დავალებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ადმინისტრაციისა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა მიერ საზოგადოების შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) ადმინისტრაციის სახელით შედგენილი მიმართვების, შიდა წერილების, ანგარიშების, მოხსენებების, მოთხოვნებისა და სხვა შიდა დოკუმენტების ხელმოწერა ან ვიზირება;

ე) საზოგადოების ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ სრულყოფასთან, მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობასთან, საჭირო ხარჯების დაფინანსებასთან, თანამშრომლების წახალისებასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით;

ვ) საზოგადოების შიდა სამართლებრივი აქტებითა და საზოგადოების ხელმძღვანელობის მითითებებითა და დავალებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. ადმინისტრაციაში შემავალი სხვა მუშაკების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საზოგადოების დირექტორის მიერ დამტკიცებული საზოგადოების მუშაკთა თანამდებობრივი მოვალეობების შესაბამისად.

მუხლი 5 . პასუხისმგებლობა

ადმინისტრაციის თანამშრომლები, საზოგადოებაში დადგენილი წესით, მათი კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებენ წინამდებარე დებულების შესაბამისად ადმინისტრაციაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, შრომითი ხელშეკრულებების, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და საზოგადოების სხვა შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 6 . ურთიერთობა საზოგადოების სხვა ქვედანაყოფებთან და ორგანიზაციებთან

ადმინისტრაცია დადგენილი წესით თანამშრომლობს საზოგადოების სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საზოგადოების სახელით მოქმედებს სხვა ორგანიზაციებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების პროცესში.

მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საზოგადოების დირექტორის ბრძანებით, ახალი დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.

დანართი N2

დამტკიცებულია

შპს `აქტივების მართვისა და

განვითარების კომპანიის~ დირექტორის

2020 წლის ”02“ „მარტის“

# ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­მ/22 ბრძანებით

შპს ` აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის ~

მონიტორინგისა და აქტივების მართვის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს შპს `აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის~ (შემდგომში – “საზოგადოება”) მონიტორინგისა დ აქტივების მართვის სამსახურის (შემდგომში `სამსახურის”) სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, შემადგენლობასა და მართვას, ასევე აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

2. სამსახური არის საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფი და ექვემდებარება საზოგადოების დირექტორს.

3. სამსახურის დებულებას, სტრუქტურას, შტატებსა და ხელფასის ფონდს ამტკიცებს საზოგადოების დირექტორი.

4. სამსახურის ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საზოგადოების დირექტორის ბრძანებით.

5. სამსახურის შემადგენლობაში შემავალ განყოფილებებს ხელმძღვანელობენ განყოფილებების უფროსები, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან საზოგადოების დირექტორის ბრძანებით.

6. სამსახურის მუშაკთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი მოვალეობებით, რომლებიც შემუშავდება წინამდებარე დებულებისა და საზოგადოების სხვა შიდა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

7. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, შრომის კოდექსით, ‘’მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და სხვა), საზოგადოების წესდებით, საზოგადოების შინაგანაწესით, საზოგადოების ბრძანებებით, წინამდებარე დებულებითა და საზოგადოების სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით, რომლებიც განსაზღვრავენ საზოგადოების საქმიანობის წესს.

მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

1. საპროექტო სამშენებლო განყოფილება:

ა) საზოგადოების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განხორციელება (ორგანიზება), შესაბამისი საქმიანობის ზედამხედველობა და მონიტორინგი;

ბ) საზოგადოების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებულ ქონებაზე (მათ შორის არარეგისტრირებულ ქონებაზე) აზომვითი სამუშაოების (შენობის შიდა და გარე აზომვითი სამუშაოები, საკადასტრო ნახაზის მომზადება, დაკვალვა, ტოპო-ნახაზის შედგენა და სხვა) განხორციელება (ორგანიზება);

გ) სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე დეფექტური აქტების და ხარჯთაღრიცხვების მომზადების უზრუნველყოფა;

დ) საზოგადოების საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული ქონების (ობიექტიების) ტექნიკური გამართულობის ზედამხედველობა და კონტროლი;

ე) საზოგადოების და სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება.

2. მონიტორინგის განყოფილება:

ა) საზოგადოების საკუთრებაში (კაპიტალში) ან მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების პერმანენტული მონიტორინგი, შესაბამის ობიექტებზე სამეურნეო და საყოფაცხოვრებო სამუშაოს ორგანიზება და განხორციელება, მათ შორის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების დაგეგმარება და მასში მონაწილეობა (ობიექტის ტერიტორიის მუდმივად მოწესრიგებულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით);

ბ) საზოგადოების საკუთრებაში (კაპიტალში) ან მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების უსაფრთხოებასთან (ხანძარი, ნგრევა, ქურდობა და სხვა) დაკავშირებული საკითხების ორგანიზება-უზრუნველყოფა, შესაბამის ობიექტებზე განთავსებული მოძრავი ქონების ინვენტარიზაცია და სათანადო ექსპლუატაცია;

გ) საზოგადოების საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე ქონების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;

დ) საზოგადოების საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე ქონების მართვასთან დაკავშირებული საკითხების კონტროლი;

ე) საზოგადოების საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული, იჯარით გაცემული ქონების პერიოდული მონიტორინგი;

ვ) საზოგადოების საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული, იჯარით გაცემული ქონების მართლზომიერად სარგებლობაზე კონტროლი;

ზ) საიჯარო თანხების დროულ და სრულ გადახდაზე მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში დებიტორული დავალიანების მქონე მოიჯარის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

თ) საზოგადოების წინაშე არსებული დებიტორული დავალიანებების (მათ შორის საიჯარო და კომუნალური დავალიანებები) მართვა;

ი) გასაიჯარებელი ქონების მოძიება, მისი პროფაილინგი;

კ) საზოგადოების და სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება;

ლ) საზოგადოების შიდა სამართლებრივი აქტებითა და საზოგადოების ხელმძღვანელის მითითებებითა და დავალებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. აქტივების გაიჯარებისა და რეგისტრაციის განყოფილება

ა) საზოგადოების საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქონების ეფექტური მართვის ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) საზოგადოების ბალანსზე არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელებისა და დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;

გ) საზოგადოების საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქონების იჯარით გაცემის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, იჯარის ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, ბრძანებების, შესაბამისი წერილებისა და სხვა დოკუმენტების (აუდიტორული დასკვნა, პარტნიორთან შეთანხმება და სხვ.)პროექტების მომზადება;

დ) იჯარით გაცემული ან/და გასაცემი საზოგადოების საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქონების მონაცემთა ბაზის ფორმირება და მისი პერიოდული განახლება;

ე) საზოგადოების საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებულ იჯარით გაცემულ ქონებაზე საიჯარო ქირის გადახდის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი სუბიექტებთან ურთიერთობა საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებით;

ვ) საზოგადოების შიდა სამართლებრივი აქტებითა და საზოგადოების ხელმძღვანელის მითითებებითა და დავალებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ზ) იჯარით გასაცემი ქონების აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსება, ობიექტის

პასპორტიზაციის საფუძველზე მოძიებული ინფორმაციის შესაბამის ვებ-გვერდზე

(რუქა) განთავსება;

თ) იჯარით გასაცემი ქონების სხვადასხვა ელექტრონულ გვერდებზე მოთავსება, მარკეტინგული დამუშავება;

ი) განყოფილებას დაქვემდებარებული კორესპოდენციის მართვა;

კ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკის

წარმოება;

ლ) საზოგადოების საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების მართვასთან დაკავშირებული პროცესების მართვის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სამსახურებთან ერთად კოორდინაციის გზით;

მ) საზოგადოების და მისი შვილობილი საწარმოების კაპიტალის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგნიზება;

ნ) საზოგადოების და სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება;

ო) საზოგადოების შიდა სამართლებრივი აქტებითა და საზოგადოების ხელმძღვანელის მითითებებითა და დავალებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

განყოფილებების ხელმძღვანელობა

1. განყოფილებას ხელმძღვანელობს შესაბამისი განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საზოგადოების დირექტორი;

2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

3. განყოფილების უფროსი უშუალოდ ექვემდებარება და მის საქმიანობას კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს სამსახურის უფროსი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების სხვა თანამშრომელი, სამსახურის ხელმძღვანელის მითითებით.

მუხლი 3. სამსახურის უფლებები

სამსახურს ძირითადი ამოცანების რეალიზაციისა და თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის უფლება აქვს:

ა) საზოგადოების სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან გამოითხოვოს და მიიღოს საქმის შესწავლასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტაცია და სხვა მასალები, მოითხოვოს საზოგადოების სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა ჩართვა საკითხის შესწავლის პროცესში;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების კადრების სწავლების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში;

გ) წარადგინოს წინადადებები სამსახურის სტრუქტურის, ფუნქციების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის თაობაზე;

დ) განახორციელოს სხვა უფლებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, საზოგადოების წესდებასა და საზოგადოების შიდა სამართლებრივ აქტებს.

მუხლი 4 . სამსახურის სტრუქტურა, ორგანიზაცია, შემადგენლობა და ხელმძღვანელობა

1. სამსახურის სტრუქტურა და საშტატო განრიგი განისაზღვრება საზოგადოების სტრუქტურით.

2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საპროექტო სამშენებლო განყოფილება;

ბ) მონიტორინგის განყოფილება;

გ) აქტივების გაიჯარებისა და რეგისტრაციის განყოფილება.

3. სამსახურის შემადგენლობაში არიან:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსის მოადგილე;

გ) განყოფილების უფროსი - 3 საშტატო ერთული;

დ) მთავარი სპეციალისტი - 5 საშტატო ერთული;

ე) სპეციალისტი - 4 საშტატო ერთული;

ვ) საზოგადოების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სხვა მუშაკი.

3. სამსახურის მართვასა და უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი.

4. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) სამსახურის განყოფილებების ფუნქციონირების კოორდინაცია, ზედამხედველობა და ხელმძღვანელობა;

ბ) სამსახურის და მისი განყოფილებების სამუშაოების დაგეგმვა, თანამშრომელთა შორის დავალებებისა და საქმისწარმოებების განაწილება, დავალებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საზოგადოების შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) სამსახურის სახელით შედგენილი მიმართვების, შიდა წერილების, ანგარიშების, მოხსენებების, მოთხოვნებისა და სხვა შიდა დოკუმენტების ხელმოწერა ან ვიზირება;

ე) საზოგადოების ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ სრულყოფასთან, მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობასთან, საჭირო ხარჯების დაფინანსებასთან, თანამშრომლების წახალისებასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით;

ვ) საზოგადოების შიდა სამართლებრივი აქტებითა და საზოგადოების ხელმძღვანელობის მითითებებითა და დავალებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებებს განეკუთვნება დაქვემდებარებული განყოფილების გამართული ფუნქციონირების, დაკისრებული მოვალეობების დროული შესრულების და სამსახურის და საზოგადოების ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა.

6. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი სხვა მუშაკების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საზოგადოების დირექტორის მიერ დამტკიცებული საზოგადოების მუშაკთა თანამდებობრივი მოვალეობების შესაბამისად.

მუხლი 5 . პასუხისმგებლობა

სამსახურის თანამშრომლები, საზოგადოებაში დადგენილი წესით, პასუხს აგებენ წინამდებარე დებულების შესაბამისად სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, შრომითი ხელშეკრულებების, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და საზოგადოების სხვა შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 6 . ურთიერთობა საზოგადოების სხვა ქვედანაყოფებთან და ორგანიზაციებთან

სამსახური დადგენილი წესით თანამშრომლობს საზოგადოების სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საზოგადოების სახელით მოქმედებს სხვა ორგანიზაციებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების პროცესში.

მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საზოგადოების დირექტორის ბრძანებით, ახალი დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.

დანართი N3

დამტკიცებულია

შპს `აქტივების მართვისა და

განვითარების კომპანიის~დირექტორის

2020 წლის ”02“ „მარტის“

# ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­მ/22 ბრძანებით

შპს ` აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის ~

იურიდიული სამსახურის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს შპს `აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის~ (შემდგომში –“საზოგადოება”)იურიდიული სამსახურის (შემდგომში `სამსახური”)სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, შემადგენლობასა და მართვას, ასევე აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

2. სამსახური არის საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფი და ექვემდებარება საზოგადოების დირექტორს.

3. სამსახურის დებულებას, სტრუქტურას, შტატებსადახელფასისფონდსამტკიცებს საზოგადოების დირექტორი.

4. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საზოგადოების დირექტორის ბრძანებით.

5. სამსახურის მუშაკთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი მოვალეობებით,რომლებიც შემუშავდება წინამდებარე დებულებისა და საზოგადოების სხვა შიდა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

6. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, შრომის კოდექსით, ‘’მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და სხვა), საზოგადოების წესდებით, საზოგადოების შინაგანაწესით, საზოგადოების ბრძანებებით, წინამდებარე დებულებითა და საზოგადოების სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით, რომლებიც განსაზღვრავენ საზოგადოების საქმიანობის წესს.

მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა)საზოგადოების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ბ) საზოგადოების საქმიანობის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

გ) საზოგადოების ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობაში;

დ) საზოგადოების შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საზოგადოების შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ანალიზის უზრუნველყოფა;

ე) საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ტიპობრივ ხელშეკრულებათა და შეთანხმებების პროექტების შემუშავების უზრუნველყოფა;

ვ) საზოგადოების მიერ დასადები ხელშეკრულებების(შეთანხმებების) და სხვა ანალოგიური დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზის უზრუნველყოფა;

ზ) საზოგადოების წარმომადგენლობა ყველა სასამართლოში, არბიტრაჟში, მედიაციის პროცესებსა და ნებისმიერი დავის მოგვარების ალტერნატიულ პროცესებში, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, სხვა საწარმოსა თუ ორგანიზაციებში;

თ) იურიდიული თუ ფიზიკური პირებისგან შემოსული იმ კორესპოდენციების განხილვა და მათზე შესაბამისი პასუხის მომზადება, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოების და/ან სამსახურის საქმიანობასთან და შედის მის კომპეტენციაში;

ი) საზოგადოების კაპიტალში ახალი უძრავი ან/და მოძრავი ქონების შეტანისმიზნითსათანადოპროცედურებისგანხორციელება;

კ) საზოგადოების შიდა სამართლებრივი აქტებითა და საზოგადოების ხელმძღვანელის მითითებებითა და დავალებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ლ) მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება საფინანსო-ეკონომიკური სამსახურისათვის მიწოდების მიზნით.

მუხლი 3. სამსახურის უფლებები

სამსახურს ძირითადი ამოცანებისრეალიზაციისა და თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის უფლება აქვს:

ა) საზოგადოების სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან გამოითხოვოს და მიიღოს საქმის შესწავლასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტაცია და სხვა მასალები, მოითხოვოს საზოგადოების სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა ჩართვა საკითხის შესწავლის პროცესში;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების კადრების სწავლების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში;

გ) წარადგინოს წინადადებები სამსახურისსტრუქტურის, ფუნქციების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და საქმიანობისგაუმჯობესების თაობაზე;

დ) განახორციელოს სხვა უფლებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, საზოგადოების წესდებასა და საზოგადოების შიდა სამართლებრივ აქტებს.

მუხლი 4 . სამსახურის ორგანიზაცია, შემადგენლობა და ხელმძღვანელობა

1. სამსახურის სტრუქტურა და საშტატო განრიგი განისაზღვრება საზოგადოების სტრუქტურით.

2. სამსახურის შემადგენლობაში არიან:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) სპეციალისტი;

გ) საზოგადოების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სხვა მუშაკი.

3. სამსახურის მართვასა და უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი.

4. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) სამსახურის ფუნქციონირების კოორდინაცია, ზედამხედველობა და ხელმძღვანელობა;

ბ) სამსახურის წინაშე არსებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;

გ) სამსახურის თანამშრომელთა შორის დავალებებისა და საქმისწარმოების განაწილება, დავალებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საზოგადოების შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) სამსახურის სახელით შედგენილი მიმართვების, შიდა წერილების, ანგარიშების, მოხსენებების, მოთხოვნებისა და სხვა შიდა დოკუმენტების ხელმოწერა ან ვიზირება;

ვ) საზოგადოების ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ სრულყოფასთან, მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობასთან, საჭირო ხარჯების დაფინანსებასთან, თანამშრომლების წახალისებასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით;

ზ) საზოგადოების შიდა სამართლებრივი აქტებითა და საზოგადოების ხელმძღვანელობის მითითებებითა და დავალებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. სამსახურის სხვა მუშაკების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საზოგადოების დირექტორის მიერ დამტკიცებული საზოგადოების მუშაკთა თანამდებობრივი მოვალეობების შესაბამისად.

მუხლი 5 . პასუხისმგებლობა

სამსახურის თანამშრომლები, საზოგადოებაში დადგენილი წესით, პასუხს აგებენ წინამდებარე დებულების შესაბამისად სამსახურზედაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, შრომითი ხელშეკრულებების, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და საზოგადოების სხვა შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 6 . ურთიერთობა საზოგადოების სხვა ქვედანაყოფებთან და ორგანიზაციებთან

სამსახური დადგენილი წესით თანამშრომლობს საზოგადოების სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან. ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საზოგადოების სახელით მოქმედებს სხვა ორგანიზაციებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების პროცესში.

მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანახდება საზოგადოების დირექტორის ბრძანებით, ახალი დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.

დანართი N4

დამტკიცებულია

შპს `აქტივების მართვისა და

განვითარების კომპანიის~ დირექტორის

2020 წლის ”02“ „მარტის“

# ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­მ/22 ბრძანებით

შპს ` აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის ~

საფინანსო-ეკონომიკური სამსახური

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს შპს `აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის~ (შემდგომში –“საზოგადოება”) საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის (შემდგომში “სამსახურის”) სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, შემადგენლობასა და მართვას, ასევე აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

2. სამსახური არის საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფი და ექვემდებარება საზოგადოების დირექტორს.

3. სამსახურის დებულებას, სტრუქტურას, შტატებსა და ხელფასის ფონდს ამტკიცებს საზოგადოების დირექტორი.

4. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საზოგადოების დირექტორის ბრძანებით.

5. სამსახურის მუშაკთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი მოვალეობებით, რომლებიც შემუშავდება წინამდებარე დებულებისა და საზოგადოების სხვა შიდა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

6. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, შრომის კოდექსით, ‘’მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და სხვა), საზოგადოების წესდებით, საზოგადოების შინაგანაწესით, საზოგადოების ბრძანებებით, წინამდებარე დებულებითა და საზოგადოების სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით, რომლებიც განსაზღვრავენ საზოგადოების საქმიანობის წესს.

მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საზოგადოების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზება- განხორციელება;

ბ) საზოგადოების ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი განხორციელების კონტროლი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) საზოგადოების ფინანსებისა და მიმდინარე ხარჯების მართვა, ფულადი სახსრების ბრუნვისა და ნაშთის კონტროლი;

დ) საზოგადოების საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საქმიანობაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ე) საზოგადოების ფულადი სახსრების ანგარიშსწორებისა და მატერიალურ ფასეულობათა შეფასება, ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება, შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა;

ვ) საზოგადოების ფინანსური ანგარიშის (მათ შორის პერიოდული და არაგეგმიური ანგარიშების) მომზადება და წარდგენა;

ზ) საზოგადოების ყოველდღიური საბუღალტრო დოკუმენტაციისა და ოპერაციების წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველდღიური სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების დოკუმენტირება და ბუღალტრული ასახვა;

თ) საზოგადოების საიჯარო ხელშეკრულებების თაობაზე კვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა შესაბამის დაწესებულებაში;

ი) საზოგადოების შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის მიხედვით დებიტორული დავალიანების წარმოშობის/არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება საზოგადოების შესაბამისი სამსახურისათვის მათზე რეაგირების მიზნით;

კ) საზოგადოებაში დასაქმებულ პირთა სახელფასო ვალდებულებების განსაზღვრა და დროული ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;

ლ) საზოგადოებაში დასაქმებულ პირთა სამივლინებო ვალდებულებათა განსაზღვრა და დროული ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;

მ) საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დეკლარირება და გადახდის კონტროლი;

ნ) კომპანიის კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გადაგზავნა;

ო) საზოგადოების ფუნქციონირებიდან გამომდინარე საჭირობების შესაბამისად, მოთხოვნის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვების ოპერაციების განხორციელება და მასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;

პ) საზოგადოების შიდა სამართლებრივი აქტებითა და საზოგადოების ხელმძღვანელობის მითითებებითა და დავალებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

შესყიდვების განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია

ა) შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ შესყიდვების პროცედურების წარმართვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) საწარმოს ბიუჯეტის მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;

გ) შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის მეთოდის შერჩევა;

დ) სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;

ე) გამარტივებული შესყიდვის პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;

ვ) კონკურსის, ელექტრონული და გამარტივებული ტენდერების შედეგად დადებული ხელშეკრულებების, ასევე გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარება, სასაქონლო ზედნადები, ანგარიშფაქტურა, საკასო და კონკრეტულ შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა სახის დოკუმენტების (წერილი, დასკვნა და სხვ.)) ატვირთვა CMR მოდულში;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით მომწოდებლების შერჩევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;

თ) რაციონალურად ჩასატარებელი შესყიდვების მიზნით ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ყველა სახის ღონისძიების გატარება;

ი) მიმწოდებლებთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების მართვასთან დაკავშირებული ზედამხედველობის განხორციელება შესყიდვების განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;

კ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავებთან მიმართებაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში, საზოგადოების ინტერესების დაცვა;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.

მუხლი 3. სამსახურის უფლებები

სამსახურს ძირითადი ამოცანების რეალიზაციისა და თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის უფლება აქვს:

ა) საზოგადოების სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან გამოითხოვოს და მიიღოს საქმის შესწავლასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტაცია და სხვა მასალები, მოითხოვოს საზოგადოების სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა ჩართვა საკითხის შესწავლის პროცესში;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების კადრების სწავლების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში;

გ) წარადგინოს წინადადებები სამსახურის სტრუქტურის, ფუნქციების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის თაობაზე;

დ) უზრუნველყოს შესყიდვების პროცედურების წარმართვა;

ე) განახორციელოს სხვა უფლებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, საზოგადოების წესდებასა და საზოგადოების შიდა სამართლებრივ აქტებს.

შესყიდვების განყოფილების უფლებამოსილება

დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას სამსახური უფლებამოსილია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს შესყიდვები და ამასთან დაკავშირებით მოამზადოს სამართლებრივი აქტების პროექტები და წერილები;

ბ) სათანადო/შესაბამისი წერილობითი პასუხი გასცეს სამსახურში შემოტანილ/შემოსულ კორესპონდენციას;

გ) გამოითხოვოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საწარმოს სტრუქტურული ერთეულებისაგან საჭირო დოკუმენტაცია;

დ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების სრულყოფისა და უკეთ წარმართვის მიზნით მიიღოს მონაწილეობა შესაბამის სემინარებსა და ტრენინგებში;

მუხლი 4 . სამსახურის სტრუქტურა, ორგანიზაცია, შემადგენლობა და ხელმძღვანელობა

1. სამსახურის სტრუქტურა და საშტატო განრიგი განისაზღვრება საზოგადოების სტრუქტურით. სამსახურის სტრუქტურული ერთულია შესყიდვების განყოფილება.

2. სამსახური შემადგენლობაში არიან:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსის მოადგილე;

გ) განყოფილების უფროსი;

ბ) მთავარი ბუღალტერი;

გ) სპეციალისტი;

დ) საზოგადოების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სხვა მუშაკი.

3. სამსახურის მართვასა და უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი.

4. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) სამსახურის ფუნქციონირების კოორდინაცია, ზედამხედველობა და ხელმძღვანელობა;

ბ) სამსახურის წინაშე არსებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;

გ) სამსახურის სამუშაოების დაგეგმა, თანამშრომელთა შორის დავალებებისა და საქმისწარმოებების განაწილება, დავალებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საზოგადოების შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) სამსახურის სახელით შედგენილი მიმართვების, შიდა წერილების, ანგარიშების, მოხსენებების, მოთხოვნებისა და სხვა შიდა დოკუმენტების ხელმოწერა ან ვიზირება;

ვ) საზოგადოების ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ სრულყოფასთან, მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობასთან, საჭირო ხარჯების დაფინანსებასთან, თანამშრომლების წახალისებასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით;

ზ) საზოგადოების შიდა სამართლებრივი აქტებითა და საზოგადოების ხელმძღვანელობის მითითებებითა და დავალებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებებს განეკუთვნება საზოგადოების ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება.