აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია

Phone Icon (032) 2 22 65 33
Phone Icon fb

ქველმოქმედება

შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის" დირექტორის თეიმურაზ კაციტაძის ინიციატივით ბავშვები საკვებით, ტანსაცმლით, სარეცხი მანქანით, პლაზმური ტელევიზორით, მიკროტალღოვანი ღუმელით და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკით დასაჩუქრდნენ.
"მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის" I-XII კლასების ჩათვლით 450 მოსწავლე სწავლობს, აქედან 125 მაღალმთიანი აჭარიდან. ეკომიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები, აგრეთვე საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომლებიც გამოირჩევიან მუსიკისა და მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭით და ცხოვრობენ პანსიონში, როგორც საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე სადღეღამისო პანსიონში ცხოვრებას 93,5%-ით აფინანსებს საქართველოს საპატრიარქო.
ირანიდან /ფერეიდანი, მაზანდარი/, თურქეთიდან /ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი/, აზერბაიჯანიდან /საინგილო/, ჩამოსული, მუსიკისა და მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვების როგორც საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე სადღეღამისო პანსიონში ცხოვრების საფასურს 100%-ით აფინანსებს საქართველოს საპატრიარქო;