აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია

Phone Icon (032) 2 22 65 33
Phone Icon fb

ბიზნეს სახლი

„ბიზნეს სახლი“, რომელიც საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმათა გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბდა, იქნება ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცე. „ბიზნეს სახლი“ ითვალისწინებს ციფრულ და შესაბამისად, გამარტივებულ სერვისს, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, მომსახურება ნებისმიერ ადგილას მიიღოს - როგორც სახლიდან გაუსვლელად, ისე ოფისში ან უშუალოდ ბიზნეს სახლში.
კლიენტზე ორიენტირებული ერთიანი სტრუქტურა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობასა და მომხმარებლის გაზრდილი ინფორმირებულობის შესაძლებლობას. ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ მაღალი ხარისხის სერვისს, მნიშვნელოვნად დაიზოგება სახელმწიფოსა და ბიზნესის დრო.
მომხმარებელს საშუალება ექნება, თვალი ადევნოს მომსახურების პროცესის პროგრესს.
„ბიზნეს სახლი“ წარმოადგენს არა მხოლოდ ფიზიკურ სივრცეს, არამედ ერთიან „ფრონტ ოფისს“ – ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების, საინვესტიციო-საკონსულტაციო მომსახურების, ბუნებრივი მონოპოლისტების (გაზი, წყალი, დენი, და ა.შ.), ფინანსური და იურიდიული სექტორის წარმომადგენლებისთვის და შესაბამისად, უზრუნველყოფს ყველა საჭირო მომსახურების მიწოდებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.