აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია

Phone Icon (032) 2 22 65 33
Phone Icon fb

აკვაპარკი

ანაკლიის განახლებული აკვაპარკი 2018 წლის 15 ივნისს გაიხსნა. აკვაპარკი სტუმრებს გართობას, განტვირთვას და სრულ კომფორტს სთავაზობს. აკვაპარკში ფუნქციონირებს 8 ატრაქციონი და კეთილმოწყობილი კაფე-ბარი. ცენტრი აღჭურვილია შეზლონგებით, ქოლგებით, გასახდელებით და საშხაპეებით. აკვაპარკის ტერიტორია მოიცავს დაცულ უფასო ავტოსადგომს.

აკვაპარკი მუშაობს ყოველ დღე, დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შესვლა უფასოა, 6 წლის ზემოთ 20 ლარი. შესვლის საფასურში შედის მთელი დღის მანძილზე ყველა ატრაქციონით სარგებლობა, შეზლონგი და ქოლგა. აკვაპარკის ტერიტორიაზე მუშაობს 25 მაშველი და ფუნქციონირებს მედპუნქტი.

აუზში წყალი უწყვეტად იფილტრება, წყალი გადის მექანიკური და ტექნიკური დამუშავების რამდენიმე ეტაპს. თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობით, ონლაინ რეჟიმში, მოწმდება და რეგულირდება საჭირო რაოდენობის ქლორი, რომელიც აუზს 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.

აკვაპარკი საუკეთესო გასართობი ადგილია მთელი ოჯახისთვის.

ანაკლიის აკვაპარკი გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას.

აკვაპარკში 2018 წლის საზაფხულო სეზონი 15 სექტემბერს იხურება.

საკონტაქტო ინფორმაცია : 032. 2. 22 65.33 (19) მობ: 595 03 45 65; 599 70 07 47